კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

კომპანიის შესახებ

ლარის ოფიციალური კურსი
  21.05
22.05
დოლ. 2.6984 2.6984
ევრო 3.0246 3.0246

რუკა

კომპანიის შესახებ
მმართველი გუნდი

ბექა კიკალეიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

2007 წელს ბექა კიკალეიშვილმა დაამთავრა "ESM Business School"-ის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, სპეციალიზაციით - ზოგადი პროფილის მენეჯერი და მიიღო ბაკალავრის დიპლომი. 2006 წლის დასაწყისში მან მუშაობა დაიწყო სააუდიტორო კომპანია "Ernst & Young"-ში ინტერნის პოზიციაზე, რის შემდეგაც კარიერა განაგრძო კინოთეატრ "რუსთაველსა" და "ამირანში" ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე (2006-2008 წ.წ.).

2009-2010 წლებში იგი მუშაობდა "ბორან ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და მასში შემავალი ერთ-ერთი ფირმის "Borun Light"-ის დირექტორის პოზიციაზე. 2010 წლის ოქტომბრიდან კი იგი "იბერკომპანი"-ს დირექტორის მოადგილე გახდა, ხოლო 2013 წლის აპრილიდან მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.


ირაკლი ნინუა

ფინანსური მენეჯერი

2003 წელს ირაკლი ნინუამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. 2005-2006 წლებში მუშაობდა ნავთობის ეროვნულ კომპანია "საქნავთობში" შიდა აუდიტის სამსახურში. 2006-2008 წლებში იგი მსახურობდა „ნიკორაში“ ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

2008-2009 წლებში მან კარიერა განაგრძო "იბერია ტექ ავტომოტივში", ხოლო მოგვიანებით - 2009-2011 წლებში "გერმანელ ყასაბში" ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. 2011 წლიდან კი იგი მუშაობს "იბერკომპანი"-ში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.


ქეთევან ზაქარეიშვილი

მთავარი იურისტი

2000 წელს ქეთევან ზაქარეიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. 2002 წელს იგი გახდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2005 წლიდან იგი არის სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი და უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.

2006-2008  წლებში იგი  იყო კომპანია "მაგნატი 2006-ის” მთავარი იურისტი. 2008 წელს იგი იყო შპს ”პარექს ლიზინგ ენდ ფაქტორინგის” მთავარი იურისტი, 2009 წელს - შპს ”ნიუ ენერჯის” იურისტი, 2009-2010 წლებში - შპს ”ნიუ როუდ გრუპის” მთავარი იურისტი. 2011 წელს იგი იყო კომპანიების ”ენერჯი სერვისი” და ”მპიგ სერვისი” მთავარი იურისტი, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან  - "იბერკომპანი"-ს მთავარი იურისტი.


 

 

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe