L
o
a
d
i
n
g

სიახლეები

ge
მთავარი |სიახლეები
ნაბერაულის წარმატება სართაშორისო კონკურსზე

17.08.2021

category 1

იბერკომპანის შვილობილი ბრენდი „ნაბერაული“ ღვინის ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. რაჭა-ლეჩხუმის ავთენტური ჯიშებით მან ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე, რასაც საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული არაერთი გამარჯვებაც მოწმობს.

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ღვინის ხარისხის აღიარებისთვის. ღვინის შეფასებაში ინდუსტრიის ტოპ ექსპერტები იღებენ მონაწილეობას. მეღვინეების და სომელიეების გვერდით, წარმოდგენილი არიან ასევე ჟურნალისტები, კრიტიკოსები, იმპორტიორები და ა.შ. ღონისძიება ღვინისა და სპირტიანი სასმელების შერჩევისას, აზიელი მომხმარებლების ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად ითვლება. კონკურსანტი ღვინოების დაგემოვნება ხდება უნიკალურ აზიურ კერძებთან დაწყვილებით.

ოქროს მედალი - ცოლიკოური (2020 წლის მოსავალი) 

თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება ლეჩხუმისსოფელი ოყურეშის, ფერდებზე მოწეული უნიკალური  ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. გამოირჩევა  უხვი მინერალურობითა  და სასიამოვნო მჟავიანობით, ხასიათდება ატმისა და ციტრუსის მსუბუქი არომატებით.

 

ვერცხლის მედალი - ტვიში (2020 წლის მოსავალი) 

თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც გამოირჩევა კეთილშობილი ვენახის ხავერდოვანი და ხალისიანი ტონებით, ახასიათებს უხვი მინერალურობა და სიტკბო-მჟავიანობის კარგი ბალანსი. მწიფე ტროპიკული ხილის არომატი, რომელშიც დომინირებს ბანანი, უზრუნველყოფს მდიდარ და ხანგრძლივ გემოს.

 

ვერცხლის მედალი - საფერავი-ძელშავი (2020 წლის მოსავალი)

წითელი, მშრალი ღვინ. გახლავთ  რაჭაში მოწეული საფერავის და ძელშავის .. ბლენდი, რომელიც  რეგიონის   ჭეშმარიტი ანარეკლია, ღვინო  შეუდარებელი თვითმყოფადობით გამოირჩევა, ხასიათდება მიწის ტონებითა და ტყის მწიფე კენკრის საუცხოო ნაზავით, რომელსაც ასევე დაკრავს შოკოლადის შტრიხები.

 

ვერცხლის მედალი - ხვანჭკარა (2020 წლის მოსავალი) 

ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი, წითელი ღვინო. ბუკეტი ხასიათდება კარგად მომწიფებული ალუბლისა და შავი ქლიავის არომატებით, რომელსაც მოსდევს ტყის იის ელფერი. ძირტკბილას მსუბუქი ტონები, რომლებიც სიტკბოსა და მჟავიანობის ჰარმონიაში ჩნდება, ღვინოს გამოარჩევს ბარხატოვანი და დასამახსოვრებელი შეგრძნებით.

 

ჰონგ-კონგამდე „ნაბერაულმა“ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი გერმანიაშიც მოიპოვა, ამჯერად Mundus Vini-ს საერთაშორისო კონკურსზე.

ქართული ბაზრის გარდა, რაჭული „ნაბერაული“ ხელმისაწვდომია ფინეთში, აშშ-ში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, ლატვიაში და სია კიდევ გაიზრდება.  

უკან დაბრუნება
სხვა სიახლეები