L
o
a
d
i
n
g

ჩვენ შესახებ

ge
მთავარი | ჩვენ შესახებ
ჩვენს შესახებ

იბერკომპანის საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად იწყება. 1990-იან წლებში საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენიმე წარმატებულ კომპანიას აერთიანებს.

2000-იანი წლებიდან იბერკომპანიმ ბიზნეს საქმიანობის დივერსიფიცირება დაიწყო და ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. ამჟამად მისი შვილობილი კომპანიები მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა, მეღვინეობა, ნავთობბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომერციული უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ.

დღეს ჰოლდინგის თითოეულ წამოწყებას ამყარებს და ავითარებს პროფესიონალთა გუნდი და საქმის მიმართ მაღალპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.  მომხმარებლის კმაყოფილება კი ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს და ჩვენი წარმატების საფუძველია

 

მისია და ხედვები

ჩვენ გვჯერა, რომ ფოკუსირებული მიდგომებით, წარმატებული ბიზნეს მიმართულებების შენებით და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნით, სადაც ფანტაზია ერთადერთი ზღვარია, შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და უფრო დაცული სოციუმის ჩამოყალიბებაში.

ჩვენ მისიაა, ავითვისოთ და განვავითაროთ ადგილობრივი რესურსი და კომპეტენცია, იმისთვის რომ ქართულ ბაზარს მუდმივად საშუალოზე მაღალი ხარისხი და გამოცდილება შევთავაზოთ, ხოლო საერთაშორისო ბაზარს უკეთ გავაცნოთ ავთენტური ქართული პროდუქცია, ამბავი და კულტურა....

ბიზნეს შეთავაზებები და გადაწყვეტები, რაც ავსებს ან ამარტივებს ადამიანის ყოველდღიურობას