L
o
a
d
i
n
g
ge
მთავარი | პროექტები
მანრეული ალმონდს

19.08.2021

იბერკომპანის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა "მარნეული ალმონდს".  2020 წელს მარნეულში 125 ჰექტარზე 60 000-მდე ნუშის ძირი დაირგო. აღნიშნული ბაღიდან მოსავლის აღება 2024 წლიდან დაიწყება, ის სრულად გავა ექსპორტზე და ევროპულ ბაზარზე გაიყიდება. "მარნეული ალმონდსის" ინვესტიცია 1.8 მლნ დოლარს შეადგენს. 

პროექტისათვის საჭირო ნედლეული ჰოლდინგმა ესპანური კომპანია „Viveros Veron”-სგან შეიძინა. ესპანური მხარე „მარნეული ალმონდსს“ სრულფასოვანი კონსულტაციებითაც ეხმარება, რაც პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. 

კულტურის მოყვანას საქართველოს კლიმატური პირობები და ნიადაგის თვისებებიც  უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტით დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე ნუშზე მოთხოვნის სტაბილური ზრდაა. ბაზრის ანალიზმა და კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის და რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავადაც კი პროდუქტზე მოთხოვნილება არ შემცირებულა.

"მარნეული ალმონდსი"-ს პროექტი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჰოლდინგისათვის, რადგან ჩვენთვის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა მნიშვნელოვანია. იბერკომპანი მაქსიამლურად ცდილობს აითვისოს ყველა ის გამოუყენებელი რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

უკან დაბრუნება
ფოტოები