“ღვინო მათთვის, ვინც ცხოვრებით ტკბობას აფასებს და თავს სიამოვნების ნებას რთავს”

ქართულ ღვინის ბაზარზე სიახლეა – იბერკომპან ჰოლდინგის  მეღვინეობის მიმართულებას ახალი ბრენდი „კისკისი“ შეემატა. ბრენდი სახელითაც გამოხატავს თავის ფილოსოფიას – „კისკისი“, როგორც სიხარულის, სიცილისა და გართობის სიმბოლო. სწორედ ასეთ განწყობას გვთავაზობს ღვინო თითოეულ ბოთლში.

„კისკისი“ არის ჰედონისტური სულისკვეთებით შთაგონებული ღვინო მათთვის, ვინც სიამოვნებასა და ცხოვრებით ტკობას აფასებს. დახვეწილი არომატები, სხვადასხვა გემოვნური თავისებურებები და კომფორტული ხრახნიანი თავსახური მას იდეალურ პარტნიორად აქცევს პიკნიკებისთვის, ღია სივრცის შეკრებებისთვის, სანაპიროზე გასართობად ან უბრალოდ საღამოს მეგობრებთან ერთად გასატარებლად.

პირველ ეტაპზე „კისკისის“ ასორტიმენტში შედის შემდეგი ღვინოები:

  • ქინძმარაული – წითელი ნახევრად ტკბილი კლასიკა ქინძმარაულის მიკროზონიდან;
  • წინანდალი – ელეგანტური თეთრი მშრალი რქაწითლისა და კახური მწვანესგან;
  • საფერავი – ღრმა ფერისა და არომატის მქონე წითელი მშრალი ღვინო;
  • ქვევრის მწვანე – ქარვისფერი მშრალი ღვინო ბუნებრივი სტრუქტურით.

„კისკისის“ შეძენა შესაძლებელია ველი სთორზე, 8000 მოსავალში და ბათუმის ღვინის ბუტიკში, ხოლო უახლოეს მომავალში დაგეგმილია გაყიდვების გაფართოება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.