2023 წელს „იბეკომპანის“ პორტფელში შემავალი ღვინის ბრენდის — „ნაბერაული“ — გუნდს ახალი მეღვინე, ანა დოხნაძე შეუერთდა, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიაში, რაინგაუს რეგიონში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში.
ანა ცდილობს ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსის პოვნას, რათა „ნაბერაული“ ღირსეულად წარადგინოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი პროფესიონალიზმი, ბუნებრივი მიდგომები და რეგიონული იდენტობის შენარჩუნების სურვილი ქმნის ღვინოებს, რომლებიც არა მხოლოდ აღიარებას იმსახურებენ, არამედ რეგიონის უნიკალურ სულს გადმოსცემენ. „ნაბერაულის“ ღვინოები რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებისგან მზადდება.
„ჩემთვის ხარისხიანი ღვინის საფუძველი ვენახში იწყება. როგორც „ნაბერაულის“ ოჯახის წევრი, ვცდილობ ხელი შევუწყო ჩვენი ვენახების განვითარებას. ჩემი პრიორიტეტია ჭკვიანი პრაქტიკების დანერგვა ვენახის მართვაში, რაც ხელს უწყობს ვაზის ჯანმრთელ ზრდასა და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას.
ჩემი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის ტერუარის უნიკალურობა პრემიუმ ღვინოებში დავამკვიდრო ვაზის ენდემური ჯიშების აღორძინებით. მჯერა, რომ ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, თითოეულ ჯიშთან ინდივიდუალური მიდგომით, ჩვენს მეღვინეობის კულტურას მხოლოდ გავაძლიერებთ. მინდა, ღვინის მოყვარულებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მემკვიდრეობისა და ხარისხის ერთიანობას წარმოადგენს,“ — ამბობს ანა.