სოლარ პანელი
2019 წელს ჰოლდინგში მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემების პროექტი დიწყო. 130კვტ სიმძლავრის მზის პანელების სადგური მარნეულში მდებარეობს. ეკოლოგიურად სუფთა ენერგია ამ დრომდე სოფლის მეურნეობის პროექტს ხმარდება სრულად.
ჰოლდინგში პროექტის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულა. უახლოეს მომავალში იგეგმება მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემების მიერ გამომუშავებული ენერგიის 0.5 მეგავატამდე გაზრდა.
კომპანიას ამ ეტაპზე გააჩნია 7 ჰიდროელექტროსადგური და 2 მზის ელექტროსადგური. ჯამურად, ჰიდროელექტროსადგურების წარმადობა შეადგენს 126-130 მეგავატს, ხოლო მზის ელექტროსადგურების – დაახლოებით 70 მეგავატს. ყველა პროექტი სხვადასხვა განვითარების ფაზაშია. ერთ-ერთი პირველი, 8 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური „კასლეთი 1“, გეგმურად ჩაერთვება ქვეყნის ენერგოსისტემაში 2025 წლის მაისში. დანარჩენი ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანა ეტაპობრივად იგეგმება 2026-2029 წლებში.
პროექტირების პროცესს ძირითადად ახორციელებს იტალიელი სპეციალისტების გუნდი. ამ ეტაპზე კომპანია თანამშრომლობს ქართულ ანკერთან, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება ინსტიტუციონალური ინვესტორის ნაწილობრივ ჩანაცვლება, რაც, ჰოლდინგის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს პროექტის ფინანსურ დანახარჯებს.