მარნეული ალმონდს
“მარნეული ალმონდს”იბერკომპანის შვილობილი კომპანიაა. 2020 წელს მარნეულში 125 ჰექტარზე 60 000-მდე ნუშის ძირი დაირგო. აღნიშნული ბაღიდან მოსავლის აღება 2024 წლიდან დაიწყო, ის სრულად გავიდა ექსპორტზე და ევროპულ ბაზარზე გაიყიდა. “მარნეული ალმონდსის” ინვესტიცია 1.8 მლნ დოლარს შეადგენს.
პროექტისათვის საჭირო ნედლეული ჰოლდინგმა ესპანური კომპანია „Viveros Veron”-სგან შეიძინა. ესპანური მხარე „მარნეული ალმონდსს“ სრულფასოვანი კონსულტაციებითაც ეხმარება, რაც პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.
კულტურის მოყვანას საქართველოს კლიმატური პირობები და ნიადაგის თვისებებიც უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტით დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე ნუშზე მოთხოვნის სტაბილური ზრდაა. ბაზრის ანალიზმა და კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიისა და რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავადაც კი პროდუქტზე მოთხოვნილება არ შემცირებულა.
“მარნეული ალმონდსი” , როგორც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილი, ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.