ფიგურები

„ფიგურები“, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის მთავარი ღირებულება მაცხოვრებლებისთვის საზიარო რესურსების შექმნა, ცხოვრების გამარტივება და პრაქტიკულად დაგეგმილი სივრცეებია.

„ფიგურები ჯიქიაზე“ ფიგურების პირველი პროექტია, რომელიც მდებარეობს ა.პოლიტკოვსკაიას 46 ნომერში, აერთიანებს 27 სართულს, სხვადასხვა ტიპის ბინებსა და საოფისე ფართებს.

ფიგურები ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული მიმართულების, ბაუჰაუსის იდეოლოგიას იზიარებს  – არაფერი ზედმეტი, ბუნებრივი მასალები, პრაქტიკული გადაწყვეტები — პროექტი საცხოვრებლის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი სიმარტივე, ეფექტურობა და მკვეთრი გეომეტრიული ფიგურები პროექტის ყველა დეტალში ჩანს — ექსტერიერიდან დაწყებული, ბინის სპეციფიკაციებით დასრულებული.

იმისთვის, რომ ფიგურებში ყოველდღიური ცხოვრება სასიამოვნო და მოსახერხებელი იყოს, საცხოვრებელ კომპლექსში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დატვირთვის საზიარო რესურსი, რომლის გამოყენებასაც თითოეული მაცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ შეძლებს, მაგალითად საერთო სამუშაო სივრცე და მულტიფუნქციური სივრცე პირადი ღონისძიებებისთვის.

პროექტში მომხმარებელს ასევე დახვდება:

  • სამ დონიანი პარკინგი;
  • 150 კვ.მ. ლობი, რომლის ინტერიერი ბაუჰაუსის არქიტექტურული მიმართულებით არის ინსპირირებული;
  • 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, რომელიც მოიცავს ბავშვთა უსაფრთხო გასართობ ზონებს, დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ მოედანს;
  • ენერგოეფექტური მასალები, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს კომუნალურ გადასახადებს;
  • კონსიერჟის სერვისი;
  • საერთო სივრცეების დასუფთავება და გამწვანების მოვლა;
  • გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საერთო სივრცეებისა და უსაფრთხოების სისტემების ელექტრეონერგიით მომარაგებას;