„იბერკომპანი ჰოლდინგი“ და „არქი“ ერთობლივი პარტნიორობით იწყებენ ახალი, მაღალი კლასის, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის — „ქინგ თამარის“ მშენებლობას, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანში, საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე მდებარეობს.
„ქინგ თამარი“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის დიზაინი და კონცეფცია შემუშავებულია მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორ ვეი იაპ ოის მიერ. პროექტის არქიტექტურა აერთიანებს თანამედროვე სტილს და ქართული კულტურული ელემენტების შთაგონებას, რაც ქმნის უნიკალურ და გამორჩეულ ურბანულ იერსახეს.
„ქინგ თამარი“ მხოლოდ მორიგი საცხოვრებელი კომპლექსი არ არის. ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც „იბერკომპანი ჰოლდინგისა“ და „არქის“ თანამშრომლობით უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
„ქინგ თამარი“ მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთანა და სატრანსპორტო კვანძებთან რამდენიმე წუთის სავალზე.პროექტი გამოირჩევა როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ განსაკუთრებული მიმზიდველობით. ბინების დაგეგმარების მრავალფეროვნება, პანორამული ხედები და მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები ქმნის ინვესტირებისათვის ოპტიმალურ შესაძლებლობას.
კომპლექსი მოიცავს მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მაცხოვრებლებს სთავაზობს სრულყოფილი ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სერვისს:
- ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი;
- სრული კომპლექტის სპა და საუნა;
- კომფორტული კაფე და ლაუნჯ სივრცეები;
- სეზონური ღია აუზი;
- თანამედროვე კინოთეატრი;
- პანორამული ხედები მთელ თბილისზე;
„ქინგ თამარის“ მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, მათ შორის:
- YTONG-ის გერმანული ენერგოეფექტური ბლოკები;
- დაბალემისიური მინები;
- ალუმინის კომპოზიტური პანელები;
- შუშის აივნები — ესთეტიკური დიზაინისთვის და ბუნებრივ განათებაზე ორიენტაციისთვის;
აღნიშნული მასალები უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას, ხმის იზოლაციას და ეკოლოგიური კომფორტის შენარჩუნებას.
„იბერკომპანი ჰოლდინგი“ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც აუმჯობესებს ქალაქის სტრუქტურას და ქმნის სივრცეს, სადაც ცხოვრება ხარისხით იწყება.
„ქინგ თამარი“ – მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსი, რომელიც ღირსეულ ადგილს იკავებს თბილისის ურბანულ იერსახეში.