„იბერკომპანის“ შვილობილი ღვინის ბრენდი — „ნაბერაული“ — რაჭაში დაფუძნებული პრემიუმ კატეგორიის ღვინოა, რომელიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენს. ლიმიტირებული წარმოება, ტერუართან მჭიდრო კავშირი და ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების სინთეზი თითოეულ ბოთლს გამორჩეულ იდენტობასა და სტაბილურ ხარისხს ანიჭებს.

პრესტიჟულ International Wine & Spirit Competition-ზე (IWSC), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება, „ნაბერაულის“ კლასიკური მეთოდით დამზადებულმა 2023 წლის მოსავლის ცოლიკოურმა  ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 2023 წლის ტვიშმა — ბრინჯაოს მედალი.

ასევე, MUNDUS VINI 2025 Spring Tasting-ზე „ნაბერაულმა“ 4 მედალი მოიპოვა. Mundus Vini მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის კონკურსია, რომელიც ასობით ღვინის ექსპერტსა და სომელიეს აერთიანებს და 20 წელზე მეტია, მსოფლიოს უნიკალურ ღვინოებს აცნობს.

• ცოლიკოური რეზერვი 2020 — ოქროს მედალი
• რაჭული მწვანე 2023 — ოქროს მედალი
• ალექსანდროული კლასიკური 2023 — ვერცხლის მედალი
• ალექსანდროული რეზერვი 2022 — ვერცხლის მედალი

„ნაბერაული“ კვლავ ამტკიცებს, რომ მაღალი ხარისხი, რაჭა-ლეჩხუმის მსოფლიო ღვინის რუკაზე გამოკვეთა და ტერუარის უნიკალური თვისებების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა ბრენდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

დეტალური ინფორმაცია: