„ფიგურები“ არის ჰოლდინგ „იბერკომპანის” მიერ დაარსებული ახალი ბრენდი, რომელიც თავისი პირველი პროექტის განხორციელებას 2023 წლის სექტემბერში შეუდგა.პროექტის დასრულება კი იგეგმება 2025 წლის ბოლოს.
პროექტი თბილისში, საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარეობს და წარმოადგენს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს:
- 27 სართულს;
- 500-მდე საცხოვრებელ ბინასა და საოფისე ფართს;
კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სივრცის ეფექტური გამოყენება, პრაქტიკული გადაწყვეტები და საზიარო რესურსების შექმნაა.
„ფიგურები“ მაცხოვრებლებისთვის ქმნის რესურსებს, რომელთა გამოყენება უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი:
- მულტიფუნქციური სივრცე ღონისძიებებისთვის (მეგობრული შეკრებები, კინოჩვენებები, ცეკვის ან იოგას გაკვეთილები და სხვა);
- საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო სივრცე;
- იშვიათი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების გაზიარება;
- 2,000 კვ.მ გამწვანებული ეზო და სპორტული მოედანი;
არქიტექტურული ხედვა
ბრენდი ეყრდნობა გერმანული „ბაუჰაუსის“ პრინციპებს, რაც ითვალისწინებს:
- ფუნქციურობით ნაკარნახევ ესთეტიკას;
- საჭიროებაზე მორგებულ დაგეგმარებას;
„არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სახლი – და მხოლოდ ის, რაც მართლა გჭირდება.”
ეს არის „ფიგურების“ გზავნილი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სხვა უბნების ეტაპობრივ ათვისებასაც და ბინების შეძენის მსურველებს სთავაზობს ხელშესახებ, პრაქტიკულ და მაღალხარისხიან საცხოვრებელ გადაწყვეტილებებს.