ნაბერაული ვაინს
ნაბერაული ვაინსის ისტორია 2018 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს მსოფლიო ღვინის რუკაზე რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის მწარმოებელი რეგიონის, მონიშვნას. ჩვენი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა და ლაბორატორია რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში არის განთავსებული.
ამ ადგილას ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, ამბავი მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა, მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასი – ვაზი გაიხიზნა.
თითქოს, წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა. ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“. ეტიკეტებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.
ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური, რაჭული მწვანე.
კისკისი
2025 წელს იბერკომპან ჰოლდინგის მეღვინეობის მიმართულებას ახალი ბრენდი „კისკისი“ შეემატა.
ბრენდი სახელითაც გამოხატავს თავის ფილოსოფიას – „კისკისი“, როგორც სიხარულის, სიცილისა და გართობის სიმბოლო. სწორედ ასეთ განწყობას გვთავაზობს ღვინო თითოეულ ბოთლში.
„კისკისი“ არის ჰედონისტური სულისკვეთებით შთაგონებული ღვინო მათთვის, ვინც სიამოვნებასა და ცხოვრებით ტკობას აფასებს. დახვეწილი არომატები, სხვადასხვა გემოვნური თავისებურებები და კომფორტული ხრახნიანი თავსახური მას იდეალურ პარტნიორად აქცევს პიკნიკებისთვის, ღია სივრცის შეკრებებისთვის, სანაპიროზე გასართობად ან უბრალოდ საღამოს მეგობრებთან ერთად გასატარებლად.