ჰოუმმარტი
„ჰოუმმარტი” უნივერსალური სავაჭრო ცენტრია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გამზირზე, ჭავჭავაძის 37ლ-ში. კომფორტული გარემო, სადაც სხვადხვა მიმართულების მრავალი ობიექტია გაერთიანებული.
ერთ სივრცეში თავმოყრილი პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი, უზრუვნელყოფს თანამედროვე ცხოვრების რითმში გაჩენილი საჭიროებების მარტივად და სწრაფად დაკმაყოფილებას, იქნება ეს სურსათის, ავეჯის, დეკორის, მედიკამენტების, საჩუქრების, სადღესასწაულო ინვენტარის, ტანსაცმლის შეძენა თუ სხვადასხვა ტიპის სამზარეულოების დაგემოვნება.
150 ადგილიანი ავტოსადგომი, ყურადღებიანი პერსონალი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კი მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.
“ჰოუმმარტის” სივრცეში ასევე განთავსებულია საოფისე სივრცე და გამწვანებული ღია ვერანდა.