ჩვენი პროექტები

დივერსიფიცირებული ბიზნეს-მიმართულებები მეტწილად განსაზღვრავს დღევანდელ იბერკომპანი ჰოლდინგს. თავის დროზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მომხდარიყო პორტფელის დივერსიფიკაცია და ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით გაშლილიყო, სწორი აღმოჩნდა.

იბერკომპანის შვილობილი კომპანიები მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა, მეღვინეობა, ნავთობბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომერციული უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ.