კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

ლარის ოფიციალური კურსი
  21.10
22.10
დოლ. 2.7342 2.7342
ევრო 3.0940 3.0940

რუკა

სიახლეები 

საქართველოში ახალი ავტოგასამართი სადგურების ქსელი გამოჩნდა

ოპტიმა - ასე ქვია ავტოგასამართი სადგურების ახალ ბრენდს, რომელიც 2017 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან გამოჩნდა საქართველოს საწვავის ბაზარზე და თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს. ოპტიმას საქართველოს მასშტაბით 8 ავტოგასამართი სადგური აქვს და წლის ბოლომდე მათ გაორმაგებას გეგმავს. ახალი ბრენდი მარაგდება ევროპული, კერძოდ, რუმინული და ბულგარული საწვავით. იგი მომხმარებელს ოპტიმალურ ფასს და ხარისხიან საწვავს სთავაზობს.

აღნიშნული ბრენდი ეკუთვნის შპს იბერკომპანის, რომელიც საწვავის ბაზარზე დიდი გამოცდილებით სარგებლობს, კომპანიამ საცალო ვაჭრობის განვითარება და ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა 1995 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით შპს იბერკომპანის საქართველოს მასშტაბით 30-მდე ავტოგასამართი სადგური აქვს, აქედან მხოლოდ 8 არის ოპტიმას ბრენდის ქვეშ, დანარჩენის გაერთიანება კი უახლოეს მომავალში იგეგმება.

თბილისში ოპტიმას ავტოგასამართი სადგურები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ მისამართზე, დიღმის ტრასაზე და კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის ხიდებთან მდებარეობს.

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe