კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

ლარის ოფიციალური კურსი
  21.05
22.05
დოლ. 2.6984 2.6984
ევრო 3.0246 3.0246

რუკა

სიახლეები 

„ჰოუმმარტმა“ საქველმოქმედო ფესტივალს „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა

„ჰოუმმარტი“ - ყველაფერი სახლისთვის საქველმოქმედო ფესტივალს - „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა. ფესტივალი კომპანია „აგრომაქს დეკორი“-ს უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა და 26 აპრილს ბავშვების საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა.

საგაზაფხულო ჩვენება კვირას, 17:00 საათზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა აკაპელა „The Quintessence“-მა მიიღო. ჩვენებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და ჟურნალისტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

„გაზაფხულის ყვავილების“ ფარგლებში, ა(ა)იპ „ჩემი სახლის“  სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა, „ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელებთან ერთად, თეატრალიზებული, საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენება და გამოყენებითი ხელოვნების დარგში  საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

„პროექტის უმთავრესი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ფსიქორეაბილიტაციის ხელშეწყობა გახლდათ, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა 15 ბავშვმა მიიღო, რომლებსაც „ჰოუმმარტში“ მდებარე მაღაზიებისგან სპეციალური საჩუქრებიც გადაეცათ, მომხმარებელს კი სპეციალურ ფასდაკლებები შესთავაზეს. ფესტივალი „ჰოუმმარტის“ ორგანიზებით და ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe