იბერკომპანი ჰოლდინგური კომპანიაა. 1990-იან წლებში საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაწყებული ბიზნესი, დღეს უკვე სხვადასხვა მიმართულების შვილობილ კომპანიებს აერთიანებს.
Welcome to Ibercompany
იბერკომპანის თითოეული შვილობილი კომპანია თუ პროექტი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას. ჩვენი მთავარი ღირებულებაც, სწორედ, მომხმარებლის კმაყოფილება და ნდობაა, რასაც უკვე 2 ათეულზე მეტი წელია ვამართლებთ.
იბერკომპანის საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად იწყება. 1990-იან წლებში საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენიმე წარმატებულ კომპანიას აერთიანებს. 2000-იანი წლებიდან იბერკომპანიმ ბიზნეს საქმიანობის დივერსიფიცირება დაიწყო და ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. ამჟამად მისი შვილობილი კომპანიები მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა, მეღვინეობა, ნავთობბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომერციული უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ. დღეს ჰოლდინგის თითოეულ წამოწყებას ამყარებს და ავითარებს პროფესიონალთა გუნდი და საქმის მიმართ მაღალპასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. მომხმარებლის კმაყოფილება კი ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს და ჩვენი წარმატების საფუძველია.
იბერკომპანის შვილობილმა რაჭული ღვინის ბრენდმა „ნაბერაულმა“ მორიგი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა - 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსზე!
ჩვენ მისიაა, ავითვისოთ და განვავითაროთ ადგილობრივი რესურსი და კომპეტენცია, იმისთვის რომ ქართულ ბაზარს მუდმივად საშუალოზე მაღალი ხარისხი და გამოცდილება შევთავაზოთ, ხოლო საერთაშორისო ბაზარს უკეთ გავაცნოთ ავთენტური ქართული პროდუქცია, ამბავი და კულტურა....